აზერბაიჯანი და ევროკავშირი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებაზე მსჯელობენ

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი, პარვიზ შაჰბაზოვმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ კადრი სიმსონს დუბაიში შეხვდა. მხარეებმა სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებისა და ე.წ. მწვანე დერეფნის რეალიზაციის საკითხები განიხილეს.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შაჰბაზოვისა და სიმსონის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ, ე.წ. მწვანე დერეფნის პროექტის რეალიზაციის მიზნით, უახლოეს ხანში შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო 2024 წლის ბოლომდე დაგეგმილია პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

ე.წ. მწვანე დერეფნით, აზერბაიჯანიდან განახლებადი ენერგიის ევროპაში შავი ზღვის გავლით ტრანსპორტირებაა დაგეგმილი. პროექტში ჩართულები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი.