თეგი: აფეთქებები

რუსეთის არმიამ ხარკოვსა და ნიკოლაევზე იერიში მიიტანა

დღეს დილით ხარკოვსა და ნიკოლაევში აფეთქებების ხმა ისმოდა.  ამის შესახებ ქალაქების მერებმა იგორ ტერეხოვმა და ალექსანდრე სენკევიჩმა ტელეგრამზე განაცხადეს. ნიკოლაევის ხელმძღვანელის სენკეევიჩის თქმით, ძლიერი აფეთქებები ქალაქში დილის 4:06 საათზე საჰაერო იერიშის დროს მოხდა. თავის მხრივ, ხარკოვის მერმა ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ იერიში სამ რაიონზე - კიევზე, ​​ოსნოვსკისა და ნემიშლიანსკზე მიიტანა. „ერთ შემთხვევაში გვაქვს დარტყმა საცხოვრებელ კორპუსზე, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სადაც ხანძარია", - წერს ტერეხოვი.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში 10-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „მელიტოპოლში ცხელა. ქალაქის ყველა კუთხეში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. ოკუპანტები ხმაურობენ. ველოდებით სასიხარულო ამბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან“, - წერს ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში. „წინასწარი ინფორმაციით, იწვის მელიტოპოლის ეკლესია, რომელსაც ოკუპანტებმა რამდენიმე თვის წინ დაიკავეს და საკუთარ ბაზად აქციეს", - წერს ფედოროვი.  

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმის

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „დილით მელიტოპოლში ოკუპანტებს არ ეძინათ. ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა", - წერს ფედოროვი. კონკრეტულად რა აფეთქდა და არის თუ არა მსხვერპლი, ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.   

კიევის მერი ქალაქში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის დნიპროს რაიონში ძლიერი აფეთქებების შესახებ განაცხადა. კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის - მედია მისივე თქმით, აფეთქების ადგილზე ოპერატიული სამსახურები გავიდნენ. უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინა: 24 ირანული "შაჰიდის" დრონი ჩამოვაგდეთ დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.  უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.