კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქის დნიპროს რაიონში ძლიერი აფეთქებების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, აფეთქების ადგილზე ოპერატიული სამსახურები გავიდნენ.
დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.