დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში 10-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.
„მელიტოპოლში ცხელა. ქალაქის ყველა კუთხეში 10-ზე მეტი ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ახლაც ისმის. ოკუპანტები ხმაურობენ.
ველოდებით სასიხარულო ამბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან“, - წერს ივან ფედოროვი სოციალურ ქსელში.
„წინასწარი ინფორმაციით, იწვის მელიტოპოლის ეკლესია, რომელსაც ოკუპანტებმა რამდენიმე თვის წინ დაიკავეს და საკუთარ ბაზად აქციეს", - წერს ფედოროვი.