თეგი: ბირჟა

Nasdaq-ის ბირჟა რუს რეზიდენტებთან მუშაობას შეწყვეტს

Nasdaq-ის ბირჟა აშშ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში 29 აპრილიდან რუს რეზიდენტებთან მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ დანის საბროკეროს Saxo Bank-ის წარმომადგენელმა მომხმარებლებს ოფიციალურად მისწერა. მისი თქმით, რუს რეზიდენტებს ბირჟაზე წვდომა შეეზღუდებათ. Saxo Bank-ის ინფორმაციით, რუსი მომხმარებლები Nasdaq-ის ბირჟის მეშვეობით საბაზრო მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ და ვერც გარიგებებს დადებენ. Nasdaq-ის ბირჟა აშშ-ში 1971 წელს შეიქმნა და მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზეა სპეციალიზებული. ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან ერთად აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო მოედანია. 

უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანიები, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას ტოვებენ

ჩინეთის ხუთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვება გადაწყვიტა. South China Morning Post-ის ცნობით,  ჩინეთის ნავთობკომპანიები PetroChina და Sinopec-ი, ასევე Aluminium Corp-ი, ჩინეთის (Chalco), Sinopec Shanghai Petrochemical-ი და მზღვეველი China Life Insurance ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან გასასვლელად ემზადებიან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვების მიზეზად, კომპანიები აუდიტის შესახებ აშშ-ჩინეთის დავას ასახელებენ. მხარეების აზრი გაიყო ერთ საკითხზე, რომ უნდა შეამოწმოს თუ არა ჩინური კომპანიები აშშ-ის საზედამხედველო ორგანომ.  ბოლო წლებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია, ბევრი ჩინური კომპანიის საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობით არეგულირებდა. კანონი ითვალისწინებს, რომ კომპანია მოიხსნება საფონდო ბაზრებიდან, თუ აუდიტის მოთხოვნებს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ შეასრულებს.