ჩინეთის ხუთმა უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვება გადაწყვიტა.
South China Morning Post-ის ცნობით, ჩინეთის ნავთობკომპანიები PetroChina და Sinopec-ი, ასევე Aluminium Corp-ი, ჩინეთის (Chalco), Sinopec Shanghai Petrochemical-ი და მზღვეველი China Life Insurance ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან გასასვლელად ემზადებიან.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის დატოვების მიზეზად, კომპანიები აუდიტის შესახებ აშშ-ჩინეთის დავას ასახელებენ. მხარეების აზრი გაიყო ერთ საკითხზე, რომ უნდა შეამოწმოს თუ არა ჩინური კომპანიები აშშ-ის საზედამხედველო ორგანომ.
ბოლო წლებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია, ბევრი ჩინური კომპანიის საქმიანობას შესაბამისი კანონმდებლობით არეგულირებდა. კანონი ითვალისწინებს, რომ კომპანია მოიხსნება საფონდო ბაზრებიდან, თუ აუდიტის მოთხოვნებს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ შეასრულებს.