Nasdaq-ის ბირჟა აშშ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში 29 აპრილიდან რუს რეზიდენტებთან მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ დანის საბროკეროს Saxo Bank-ის წარმომადგენელმა მომხმარებლებს ოფიციალურად მისწერა.
მისი თქმით, რუს რეზიდენტებს ბირჟაზე წვდომა შეეზღუდებათ. Saxo Bank-ის ინფორმაციით, რუსი მომხმარებლები Nasdaq-ის ბირჟის მეშვეობით საბაზრო მონაცემებზე წვდომა არ ექნებათ და ვერც გარიგებებს დადებენ.
Nasdaq-ის ბირჟა აშშ-ში 1971 წელს შეიქმნა და მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზეა სპეციალიზებული. ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან ერთად აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო მოედანია.