თეგი: ბიშკეკი

ყირგიზეთის პრეზიდენტი: ბიშკეკი მზადაა, ბაქოსთან ურთიერთობა გააღრმაოს

ყირგიზეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანს შორის, პირველ სახელმწიფოთაშორისი საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ბიშკეკში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ყირგიზეთი მზადაა, შეინარჩუნოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე, გააძლიეროს ყველა კონტაქტი“, - განაცხადა ჟაპაროვმა. ჟაპაროვმა აღნიშნა, რომ ალიევთან მოლაპარაკების დროს განიხილეს სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები. „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ განვიხილეთ ყირგიზეთ-აზერბაიჯანის განვითარების ფონდის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც უნდა გახდეს კატალიზატორი და ქმედითი მექანიზმი ყირგიზეთში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოზიდვისა, ორმხრივად მომგებიანი ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.  „ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბიზნესსაზოგადოებას ყირგიზეთის ბაზარზე და მზად ვართ შემდგომი პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი, ბიშკეკში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.   

პუტინი ბიშკეკში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტს დაესწრება.  რუსული მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ გაზის საერთო ბაზრის ფორმირებისა და ენერგეტიკულ სექტორში უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის საკითხს. EAEU სივრცეში ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებას და სერვისების ერთიანი ბაზრის განვითარებას. როგორც დაგეგმილია, სამიტზე ასევე დამტკიცდება დოკუმენტების მთელი პაკეტი და დამტკიცდება კავშირის საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 2023 წლისთვის. გენერალური შეხვედრის გარდა, პუტინმა შესაძლოა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართოს. კერძოდ, დაგეგმილია ორმხრივი საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მომავალი სხდომა წელს მეორედ იმართება.   

ბიშკეკში თბოელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება

2 თებერვლის ღამეს, ავარია მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში, რის გამოც შეიზღუდა ქალაქის მასშტაბით ცხელი წყლით მომარაგება, ხოლო ზოგიერთ რაიონში კი, გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა. როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოლელქტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება. ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა. ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა. ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სხეულის დამწვრობის გამო.