ყირგიზეთი მზადაა, აზერბაიჯანთან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე შეინარჩუნოს. ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა, ყირგიზეთსა და აზერბაიჯანს შორის, პირველ სახელმწიფოთაშორისი საბჭოს გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა ბიშკეკში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ყირგიზეთი მზადაა, შეინარჩუნოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მაღალ დონეზე, გააძლიეროს ყველა კონტაქტი“, - განაცხადა ჟაპაროვმა.
ჟაპაროვმა აღნიშნა, რომ ალიევთან მოლაპარაკების დროს განიხილეს სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები.
„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ განვიხილეთ ყირგიზეთ-აზერბაიჯანის განვითარების ფონდის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც უნდა გახდეს კატალიზატორი და ქმედითი მექანიზმი ყირგიზეთში აზერბაიჯანული ინვესტიციების მოზიდვისა, ორმხრივად მომგებიანი ბიზნესპროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბიზნესსაზოგადოებას ყირგიზეთის ბაზარზე და მზად ვართ შემდგომი პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი, ბიშკეკში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.