2 თებერვლის ღამეს, ავარია მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის თბოელექტროსადგურში, რის გამოც შეიზღუდა ქალაქის მასშტაბით ცხელი წყლით მომარაგება, ხოლო ზოგიერთ რაიონში კი, გათბობის სისტემაში წყლის ტემპერატურა დაეცა.
როგორც რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება, თბოლელქტროსადგურში მომხდარი ავარიის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია სახელდება.
ბიშკეკში, სადაც 970 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 2 თებერვლის ღამეს ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაეცა.
ქალაქის ყველა სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, ხოლო საბავშვო ბაღები დაიხურა.
ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა, ორი დაზარალებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, სხეულის დამწვრობის გამო.