თეგი: გარდაიცვალა

ბოსტონში, ცნობილი ქართველი მხატვარი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი - მხატვარი დეივიდ დათუნა 48 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.

OPEC-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ნიგერიის ნაციონალური ნავთობის კორპორაციის (NNPC) ხელმძღვანელი მელე კიარი Twitter-ზე წერს. კიარის ცნობით, ბარკინდო 5 ივლისს გვიან საღამოს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღეს იგი ნიგერიის პრეზიდენტ მუჰამადუ ბუჰარის შეხვდა, იტყობინება OPEC-ის პრესსამსახური. ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის - OPEC-მდე ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე - ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში. ბარკინდომ OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა 2016 წელს დაიკავა.  

გარდაიცვალა მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა

შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა, 72 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა, ბელინდა ვრაითმა გაავრცელა. Deadline-ის ცნობით, მსახიობი შოტლანდიის ქალაქ ლარბერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მკურნალობდა ოსტეოართრიტს, ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს ხრტილს და მიმდებარე ქსოვილს.  

რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი დეპუტატი ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ფედერაციაში, ვლადიმერის დეპუტატი პაველ ანტოვი, რომელიც 2019 წელს Forbes-ის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი საჯარო მოხელეებისა და მოადგილეების რეიტინგს სათავეში ჩაუდგა, ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმე დღით ადრე ამავე სასტუმროში ტურისტულ ჯგუფში დეპუტატის თანამგზავრი გარდაიცვალა. რუსეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა, რომ ორი რუსის გარდაცვალებაში საეჭვო ვერაფერი დაინახა.  ანტოვს 22 დეკემბერს 65 წელი შეუსრულდა. გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული. ანტოვი "ტრაგიკული გარემოებების შედეგად გარდაიცვალა", - წერს საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ კარტუხინი თავის Telegram არხზე. ინდოეთის ტელეარხის ცნობით,  პაველ ანტოვმა სავარაუდოდ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.  

ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო ANSA ავრცელებს. მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Fanfan-Tulip", "Notre Dame Cathedral", "Young Caruso" და ა.შ. 1950-იან და 1960-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი. ის 1950-იან წლების სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა. ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსზე სამჯერ იყო ნომინირებული. მსახიობი ამ ჯილდოს მფლობელი ერთხელ გახდა.   

დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში მოდის ცნობილი დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია პაკო რაბანის Instagram-ის გვერდზე გავრცელდა. „ჩვენ გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენს დიზაინერს და დამფუძნებელს, პაკო რაბანის, რომელიც დღეს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ფიგურებს შორის, მისი მემკვიდრეობა შთაგონების მუდმივ წყაროდ დარჩება. ჩვენ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ მან ჩვენი ავანგარდული მემკვიდრეობა ჩამოაყალიბა და უსაზღვრო შესაძლებლობები დაადგინა".