ბოსტონში, ცნობილი ქართველი მხატვარი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი - მხატვარი დეივიდ დათუნა 48 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა.

ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.

Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.