შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა, 72 წლისა გარდაიცვალა.
ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა, ბელინდა ვრაითმა გაავრცელა.
Deadline-ის ცნობით, მსახიობი შოტლანდიის ქალაქ ლარბერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მკურნალობდა ოსტეოართრიტს, ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს ხრტილს და მიმდებარე ქსოვილს.