თეგი: დაჭრილები

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები

შვედეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ მალმოში მდებარე სავაჭრო ცენტრ Emporia-ში სროლა იყო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  თვითმხილველების თქმით, უცნობმა კაცმა მოულოდნელად ხალხის მიმართულებით იარაღიდან სროლა დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაშავდა და პოლიცია სავაჭრო ცენტრში იარაღით ხელში შევიდა. ამ დღისთვის, სავაჭრო ცენტრთან მატარებლის მოძრაობა სპეცოპერაციის გამო შეჩერდა. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაჭრილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კრიტიკული. ამის შესახებ „მთავარ არხთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა განაცხადა.  „ცეცხლსასროლი ჭრილობით კლინიკაში შემოყვანილია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, ოთხს გაეწია სამედიცინო დახმარება და ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უტარდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის", - ამბობს ექიმი.     

ექიმი: საგარეჯოში დაჭრილებიდან ერთი ადამიანი მართვით სუნთქვაზე რჩება

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" მოთავსებული 24 წლის ახალგაზრდა კაცი, მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ექიმები აცხადებენ. საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია ამასთან, მკურნალობა უგრძელდება კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული ქვედა კიდურებზე. მათ გაუკეთდათ ოპერაციული ჩარევა და ამ ეტაპზე მკურნალობას სტაციონარულ რეჟიმში გადიან. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. რა არის ცნობილი საგარეჯოში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.