საგარეჯოში თავდამსხმელმა 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ერთი პოლიციელია

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

საგარეჯოში მომხდარი სროლისას დაჭრილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კრიტიკული. ამის შესახებ „მთავარ არხთან“ „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა განაცხადა. 

„ცეცხლსასროლი ჭრილობით კლინიკაში შემოყვანილია 6 ადამიანი, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, ოთხს გაეწია სამედიცინო დახმარება და ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურადაა, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უტარდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის", - ამბობს ექიმი.