თეგი: დერეფანი

ერდოღანი: გაეროს გეგმით მარცვლეულის უსაფრთხო დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ

გაეროს გეგმით უსაფრთხო მარცვლეულის დერეფნის შესაქმნელად, დროა ნაბიჯები გადავდგათ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა ორი ქვეყნის ლიდერმა, ასევე ვითარება სირიაში, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომი და შავ ზღვაში ხორბლის გადასაზიდად, უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა დასრულდეს გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობით, რაც მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი ერდოღანის თქმით, თურქეთი, ისევე როგორც ადრე, მზადაა მოლაპარაკების პროცესის გააქტიურებაში თავისი წვლილი შეიტანოს. თურქული მედიის ცნობით, უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის გამოტანის მიზნით, „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა. როგორც მედია წერს, საგზაო რუკის შექმნა, რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებთან თურქული მხარის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.  უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ცნობილია, როდის ამოქმედდება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი მუშაობას 30 აგვისტოს საღამოდან დაიწყებს. გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება თვითგამოცხადებული ყარაბაღის ლიდერის ოფისის ცნობით, სომხეთთან კომუნიკაცია „შუშას მხარის ბერდაძორის ქვერეგიონის ტერიტორიის გავლით" განხორციელდება. აღნიშნულია, რომ გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის დროებით დამაკავშირებელი 4,7 კმ-იანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ახალი მარშრუტი „დერეფნის ლოგიკას შეინარჩუნებს“. ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ სიგანის დერეფანი, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს „რჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ“. დაგეგმილი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში განისაზღვრებოდა „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა“ და ამ მარშრუტის დასაცავად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადანაწილდებოდა.  მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის ორგანიზებას ახალი მარშრუტით მოითხოვდა. ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აჰავნოსა და სუს თემების მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან, ამიტომ სახლები თვის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ.  26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუჰსა და სუსში, რომლებიც 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ არიან. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას:  გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი: ზანგეზური, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება

აზერბაიჯანი აქტიურად უწყობს ხელს ზანგეზურის დერეფნის შექმნას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ღერძის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა. აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს მისი თქმით, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ, მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს. „შენდება და აღდგება საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. სამწუხაროდ, ამავდროულად, სომხეთის ტერიტორიაზე არაფერი ხდება, არ ტარდება პრაქტიკული ქმედებები, არც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და არც პროექტები მზადდება“, - აღნიშნა მუსტაფაევმა.  ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან. სომხეთი, რომელიც პროექტს ეწინააღმდეგება, თვლის, რომ „ზანგეზურის დერეფნის“ იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, ქვეყნის სუვერენიტეტი უნდა ვრცელდებოდეს. საგზაო პროექტის შესახებ მხარეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ორი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ყარაბაღზე გამავალი დერეფნის გახსნა პოლიტიკური საკითხია