თეგი: ემიგრაცია

2021 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა - საქსტატი

2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის რაოდენობამ 99 974 შეადგინა, რაც 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. (2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 74 264 ადამიანი).  2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 88 561 პირი, საქართველოს მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია.  საქართველოდან 0-14 წლის 8493 პირია ემიგრირებული. ხოლო 65+ ემიგრირებულია - 2920 ადამიანი.  საქსტატის მონაცემებით 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იმიგრანტთა რაოდენობამ 74 008 ადამიანი შეადგინა.  საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად, საზღვარგარეთ ჰყავს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 20% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% - NDI-ის კვლევა NDI-ის კვლევა: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა კითხვაზე ჰყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს რეგულარულად უგზავნის ფულს, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ დიახ. მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი 12% იყო. ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% აცხადებს, რომ მოსალოდნელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ თავად წავიდეს საზღვარგარეთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია აზალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. აღნიშნული მონაცემი შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებთან. დეკემბერში აღნიშნულ კითხვას ამგვარად გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა. ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად სახელდება. ყოველი მეორე მოქალაქე კი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კითხვაზე თუ როგორ აფასებდნენ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა რომ — ცუდად, 42%-მა კი — საშუალოდ. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 9% აფასებს. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.  

10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს — NDI-ის კვლევა

მოქალაქეები - განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა - ემიგრაციის ნეგატიურ შედეგებზე წუხან. 16 პროცენტი ემიგრაციაში წასვლას გეგმავს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ვინმეს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. მოსახლეობის აზრით, ემიგრაციას დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობა იწვევს.  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, საქართველოს 10-დან “დაახლოებით, ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.“ ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია. ამავე კვლევით ირკვევა, რომ 10-დან ერთ მოქალაქეს მაინც ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. გარდა ამისა, მოსახლეობის 62% იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ემიგრაციის ძირითადი მიზეზები საქართველოში დაბალი ხელფასები (65%) და/ან სამუშაო ადგილების არარსებობაა (56%). ემიგრაციის მიზეზებად სახელდება მაღალი ფასები (28%) და ცხოვრების დაბალი ხარისხი (24%). მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ ქვეყნიდან დროებით ან მუდმივად წასვლა საქართველოზე უარყოფითად აისახება. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.  

გომელაური: ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან

ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა განაცხადა, რომ მიგრაციის სტატისტიკას არ ითვლის და მონაცემებს უწყებას „საქსტატი“ აწვდის. შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. მისი განმარტებით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის.“ „მიგრაციაზე ბევრი კითხვა იყო - შსს მიგრაციას არ ითვლის, „საქსტატს“ აქვს გაკეთებული 2003 წლიდან დღემდე. 2023 წლის რომ მოვიკითხეთ, „საქსტატმა“, დაახლოებით ივნისში გვექნება პასუხებიო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით სტატისტიკას არ აკეთებს, არ ვითვლით ჩვენ. 2012 წლამდე 247 585-ია გასული - რაც „საქსტატმა მოგვაწოდა“, ჩვენი დათვლილი არაა. პირიქით, მატებაა - 2 420 ადამიანის შემოსვლა საქართველოში; 2013-დან 2022 წლის ჩათვლით. ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს მგონი. ჩემს კოლეგებს, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებსაც აქვთ ეს პრობლემა - მაგალითად, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში. სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე დაბრუნდეს, საუკეთესო პირობები ჰქონდეთ ჩვენთანაც. ჩვენ არ ვითვლით,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. საქსტატი: 2022 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა