თეგი: ენერგოუსაფრთხოება

ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ

საქართველოში ვიზიტისას, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებასაც განიხილავს. 20 აპრილს, პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოსმენამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს, ეს არის კოორდინირებული შეტევები დეზინფორმაციით, ენერგეტიკული კუთხით და სხვა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს იდეები, რომლებსაც უფრო დეტალურად სპეციალისტებთან ერთად განვიხილავ. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროპის ენერგომომარაგებას, საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც აქ განვიხილავთ, კერძოდ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უკეთ დაიცვას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან, ფიზიკური თავდასხმებისგან და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანამშრომლობას ვაპირებთ წელს, მადრიდის სამიტისთვის, სადაც ველი, რომ NATO-ს მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთვის. ამასთან, გვექნება კონკრეტული იდეები, რათა მეტი გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. ამავე თემაზე ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა

ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალისა და პერსპექტივის მქონეა - დავითაშვილი

დღეს, ყველგან განსაკუთრებით აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ამიტომ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ეთმობა, გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა. შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ელჩი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ლევან დავითაშვილი დღეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების და განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისების საკითხებზე გააკეთა, მათ შორის ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. „ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში – თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტურად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ განიმტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. თბილისში მიმდინარე საერთშორისო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გაფორმდა 68 მემორანდუმი, 700 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოაზრებული და დაახლოებით 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ის დამატებითი გენერაციის პროექტებია შეთანხმებული. ლევან დავითაშვილი აღნიშნული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა, სექტორის მხარდაჭერა და ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ტარდება, ვფიქრობ, პროგნოზირებადს ხდის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ამ და სხვა ახალი პროექტების რეალიზებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.  

შოლცის თქმით, ამ ზამთარს გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ამ ზამთრის სეზონისთვის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება „გარანტირებულია". მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა „ამ ზამთრის სეზონისთვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ამასთან, შინამეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგს. „არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებშო პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრა დავიწყეთ, რამაც თავის დროზე რუსეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გეოპოლიტიკური ევროპის მიზანს, რომელიც „მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანია“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.  

საქართველო, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია - ხუციშვილი

აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს, საქართველო ამ მიმართულებით, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, მომგებიან პოზიციაშია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. „აზიის განვითარების ბანკი დღეს არის იმ პროცესში, რაც გულისხმობს საკმაოდ აქტიურ რეფორმებსა და სტრუქტურულ ცვლილებას. აზიის განვითარების ბანკს აქვს გეგმა, გახდეს კლიმატური ბანკი და თავის საქმიანობაშიც ამან შესაბამისი ასახვა პოვოს. საქართველო ამ მიმართულებით - ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით მომგებიან პოზიციაშია. ელექტროენერგიის 80% არის მწვანე, განახლებადი. მათ შორის, მაგალითისთვის, შავი ზღვის კაბელთან მიმართებით ის არის მიმზიდველი, რომ საქართველოში არის პოტენციალი, სუფთა ენერგიის გამომუშავება მეტად გაიზარდოს. დაახლოებით, 2-3 ჯერ გაზრდაცაა შესაძლებელი, თუ სრულად იქნება ათვისებული ჰიდრო და ქარის ენერგიებიც, არის მზისაც, თუმცა არა იმ მასშტაბის. ეს გვაძლევს ბევრ პლუსს კიდევ ბევრი მიმართულებით იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ევროკავშირზეა საუბარი, სწორედ ასეთი ტიპის ენერგია სჭირდება ევროკავშირს და არა ისეთი, რომელიც არ არის მწვანე, განახლებადი. ეს იქნება სწორედ პრიორიტეტი მათთვისაც. ბევრი მიმართულებით ეს ხელს უწყობს სხვა პროექტების, პრობლემების გადაჭრასაც. ამ მიმართულებით ჩვენი ურთიერთობა აზიის განვითარების ბანკთან სრულად რეფორმირების ფარგლებში, მათ შორის კლიმატის და შიდა რეორგანიზაციის ნაწილში, შემიძლია ვთქვა, რომ ახლოსაა იმ მოდელთან, რა მოდელიც ბანკს უნდა, რომ როგორც რეგიონული, ისე სათავო ოფისები მოაწყოს. გარდა ამისა, დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, როგორც ქვეყანას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტების განხორციელების. ასევე, ბევრად რთული პროცედურების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც ბევრი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია. ამიტომ, საქართველოს ნაკლებად შეეხება ურთიერთობებში და დაფინანსების ნაწილში ასეთი ტიპის ცვლილებები. აზიის განვითარების ბანკი არაა გამონაკლისი. კლიმატური პრობლემების მიმართულებით მის საქმიანობაში აქტიურად ასახვა ერთ-ერთ პრიორიტეტად წამოჭრილია მსოფლიო ბანკის მიერ. გუშინ დაამტკიცეს ახალი პრეზიდენტი, გვქონდა შესაძლებლობა, წლიური განხილვების ფორმატში მასთან შეხვედრა გვქონოდა. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტიც კლიმატური ცვლილებებია. ამ მიმართულებით სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ძალიან აქტიურები იქნებიან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.