თეგი: ვიზალიბერალიზაცია

ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა. ამასთან, 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air-ი ასრულებს. 

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ზე დაწერა.  „ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ კომპრომისულ ტექსტზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ვიდრე ევროკავშირის საბჭო საკითხს საბოლოოდ დაამტკიცებს“, - წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციის პროექტი ითვალისწინებს, რომ კოსოვოს პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრება 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ეს რეჟიმი ამოქმედდება ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა. ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, შეეცვალა იმ სახელმწიფოების მოქალაქეების საზღვრის გავლის პროცედურა, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. 2018 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ადგენს პარამეტრებს ახალი სისტემისთვის, სახელწოდებით ETIAS. რეგულაციის ტექსტი ახლა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.  

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა, ნათქვამია ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებაში. შედეგად, კოსოვოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმოგზაურონ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს - კოსოვოში ვიზის მოთხოვნის გარეშე, 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“. უვიზო რეჟიმი ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი ამოქმედდება ევროკავშირის ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემა და არაუგვიანეს 2024 წლისა. „გადაწყვეტილება კოსოვოს ხალხს საშუალებას აძლევს, ადვილად იმოგზაურონ, მოინახულონ ნათესავები და აკეთონ ბიზნესი ევროკავშირში“, - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა ტიის როუტენმა.  

კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩალის ფასი აქვს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს ჩალის ფასი აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით, 25 აპრილს მიიღეს, „ჩალის ფასი აქვს.“ „რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ისეთი ჩალის ფასი აქვს, როგორც ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი, არათუ ასეთ შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, პირიქით, უნდა ზრუნავდნენ ამერიკაში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაც შანტაჟის ენით ესაუბროს ქართველ ხალს. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს და ახლაც ძალიან კარგად ჩანს,“ - აღნიშნა კობახიძემ. ის ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. „ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს, ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

იოზვიაკი: ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული

8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და ყველაერი განიხილება. რიკარდ იოზვიაკი ასევე იუწყება, რომ 7 მაისს ბრიუსელში ელჩების დონეზე გაიმართა დისკუსია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რაც ე.წ. უცხოური „აგენტების კანონსა“ და საპროტესტო დემონსტრაციებს უკავშირდება. რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ინფორმაციით, 27-დან 26 წევრმა შეშფოთება გამოხატა, - გამონაკლისი იყო უნგრეთი. „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“  პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს - 83 ხმით, მეორე მოსმენით კი - პირველ მაისს - ასევე 83 ხმით. დარჩენილია მესამე, ფინალური მოსმენა. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.  მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი