ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა, ნათქვამია ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებაში. შედეგად, კოსოვოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმოგზაურონ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს - კოსოვოში ვიზის მოთხოვნის გარეშე, 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“.
უვიზო რეჟიმი ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი ამოქმედდება ევროკავშირის ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემა და არაუგვიანეს 2024 წლისა.
„გადაწყვეტილება კოსოვოს ხალხს საშუალებას აძლევს, ადვილად იმოგზაურონ, მოინახულონ ნათესავები და აკეთონ ბიზნესი ევროკავშირში“, - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა ტიის როუტენმა.