ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ.
ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ზე დაწერა.
„ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ კომპრომისულ ტექსტზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ვიდრე ევროკავშირის საბჭო საკითხს საბოლოოდ დაამტკიცებს“, - წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციის პროექტი ითვალისწინებს, რომ კოსოვოს პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრება 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ეს რეჟიმი ამოქმედდება ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა.
ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, შეეცვალა იმ სახელმწიფოების მოქალაქეების საზღვრის გავლის პროცედურა, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება.
2018 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ადგენს პარამეტრებს ახალი სისტემისთვის, სახელწოდებით ETIAS.
რეგულაციის ტექსტი ახლა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.