თეგი: იჟევსკი

რუსეთში, სკოლის შენობაში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები

იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლა მოხდა, იუწყება 112. ტელეგრამის არხის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაიღუპა სკოლის დარაჯი.  შავ კოსტუმში ჩაცმული უცნობი პირი სკოლაში შეიჭრა და ბავშვებისკენ სროლა დაიწყო.  Baza Telegram-ის არხი იუწყება, რომ როდესაც უცნობმა ცეცხლი გახსნა, ბავშვები კლასებში ჩაიკეტნენ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უცნობმა სკოლის დარაჯი მოკლა, შემდეგ კი სროლა მოსწავლეების მიმართულებით დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია. REN TV-ს ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ბავშვი. ტელეკომპანია „ზვეზდა“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უცნობი, რომელმაც იჟევსკის სკოლაში იარაღიდან ისროლა დაკავებული არ არის და მას სამართალდამცველები ეძებენ.   

იჟევსკის სკოლაში სროლისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დაჭრილია 20 ადამიანი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იჟევსკის 88-ე სკოლაში მომხდარი სროლისას 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია კიდევ ზუსტდება. რუსეთში, სკოლის შენობაში სროლისას ერთი ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილები სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა. ადგილზე სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ.  შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი სკოლაში დღეს შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით იარაღიდან ისროლა.