იჟევსკის 88-ე სკოლაში სროლა მოხდა, იუწყება 112. ტელეგრამის არხის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაიღუპა სკოლის დარაჯი.
შავ კოსტუმში ჩაცმული უცნობი პირი სკოლაში შეიჭრა და ბავშვებისკენ სროლა დაიწყო.
Baza Telegram-ის არხი იუწყება, რომ როდესაც უცნობმა ცეცხლი გახსნა, ბავშვები კლასებში ჩაიკეტნენ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უცნობმა სკოლის დარაჯი მოკლა, შემდეგ კი სროლა მოსწავლეების მიმართულებით დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია.
REN TV-ს ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ბავშვი.
ტელეკომპანია „ზვეზდა“ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უცნობი, რომელმაც იჟევსკის სკოლაში იარაღიდან ისროლა დაკავებული არ არის და მას სამართალდამცველები ეძებენ.