იჟევსკის სკოლაში სროლისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. დაჭრილია 20 ადამიანი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იჟევსკის 88-ე სკოლაში მომხდარი სროლისას 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია კიდევ ზუსტდება.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა.

ადგილზე სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. 

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი სკოლაში დღეს შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით იარაღიდან ისროლა.