თეგი: ირპენი

ირპენის მერი: სამი დღის განმავლობაში ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს

უკრაინის ქალაქ ირპენში სამი დღის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს, - ამის შესახებ ქალაქის მერი ალექსანდრ მარკუშინი სოციალურ ქსელში წერს. „მეგობრებო, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრე პავლიუკის ბრძანების შესაბამისად, ირპენში შემოღებულია სამდღიანი კომენდანტის საათი - 7 აპრილის 21:00 საათიდან 11 აპრილის 9:00 საათამდე,“- აცხადებს მერი. ამასთან, დიმიტრი ჟივიცკი: სუმის ოლქი რუსი დამპყრობლებისგან მთლიანად თავისუფალია ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

სამხრეთ კორეის საპარლამენტო დელეგაცია ბუჩასა და ირპენში ჩავიდა

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაცია მმართველი სახალხო ძალის პარტიის ლიდერის ლი ჯუნ სეოკის ხელმძღვანელობით კიევის რეგიონს, მათ შორის ქალაქ ბუჩასა და ირპინს ეწვია. „უცხოურმა დელეგაციამ ბუჩაში ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავები მოინახულა და ირპენის დანგრეული საცხოვრებელი უბნები დაათვალიერა“, - იუწყება კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსი კულება. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის დროს კიევის რეგიონის რეკონსტრუქციის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები და ერთობლივი პროექტები განიხილეს. როგორც ცნობილია, 4 ივნისს უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი და უკრაინის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ბოროდიანკას ეწვივნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დრაგი ირპენში ვიზიტის შემდეგ: ყველაფერს აღვადგენთ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ხუთშაბათს უკრაინის ომის შედეგად განადგურებულ ქალაქ ირპენში ვიზიტის შემდეგ პირობა დადო, რომ „ყველაფერს აღადგენს“. „მათ დაანგრიეს საბავშვო ბაღები, გაანადგურეს საბავშვო ბაღები. ყველაფერი აღდგება. მუშაობა უკვე დაწყებულია“, - განაცხადა დრაგიმ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და გაიმარჯვოს. BBC წერს, რომ ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი მიზნად ისახავენ, დაუპირისპირდნენ მათი ქვეყნების მიერ გამოხატული მხარდაჭერისადმი არსებულ კრიტიკას და კიევს შესთავაზონ როგორც ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე - იარაღი“.  უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? კიევამდე, ლიდერები ირპენში ჩავიდნენ. „ირპენი უკრაინაშია. ჩვენ ვნახეთ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე, უკრაინელი ქალებისა და კაცების გმირობა, რომლებმაც შეაჩერეს რუსული არმია. უკრაინა წინააღმდეგობას უწევს. მან უნდა შეძლოს გამარჯვება", - წერს მაკრონი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინის ქალაქ ირპენში ფილმის გადაღება დაიწყო

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ქალაქ ირპენში ფილმის გადაღება დაიწყო. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლექსი კულებამ განაცხადა.  ფილმი სახელწოდება ZLO  [ბოროტება] სამი ნაწილისგან შედგება. „გადამღებ ჯგუფთან ერთად, ირპენში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული საცხოვრებელი ადგილი მოვიარეთ. გამახსენდა, როგორ ვუპასუხე ტელეფონს 24 თებერვალს, დილით, და საუბრის ფონზე აფეთქებების ხმა მესმოდა. მითხრეს, რომ საომარი მოქმედებები მთელ საზღვარზე მიმდინარეობდა. ბელორუსის მხრიდან შემოსული ძალები ჩვენთან შედარებით, რამდენჯერმე დიდი იყო. დილის 05:30 საათზე მივედი სამუშაო ადგილზე, სადაც მარტის შუა რიცხვებამდე დავრჩი - ეს იყო ერთი მძიმე დღე. „ახლა კიევის რეგიონი გათავისუფლდა რაშისტებისგან, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნავს კულება.

ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი ირპენში ჩავიდა

ცნობილი ამერიკელი ასტრონავტი და United24-ის ელჩი სკოტ კელი, კიევის რეგიონში ირპენს ეწვია. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ირპინის მერი ალექსანდრე მარკუშინი თავის Telegram-ში იუწყება. „დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ ამერიკელ ასტრონავტს სკოტ კელის. ბატონი კელი არის United24-ის ფონდის მოზიდვის პლატფორმის ელჩი და იყო პირველი, ვინც 65,000 აშშ დოლარი გაიღო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად“, - თქვა მარკუშინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს კელიმ $500 000 შეაგროვა უკრაინელების მხარდასაჭერად.  

პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი ირპენს ეწვია

პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი რაჟმუნდ ანდჟეიჩაკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნიის შეხვედრის შემდეგ, კიევის რეგიონში, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია. შესაბამისი განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Twitter-ზე გაავრცელა. „კიევში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა ასევე განიხილეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით, რაც გადამწყვეტია უკრაინის რეზერვების შესავსებად და თავდაცვის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო მომზადების კუთხით მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  ანჯეიჩაკი ირპინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ჰოსტომელის საჰაერო ბაზა მოინახულა.