უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ქალაქ ირპენში ფილმის გადაღება დაიწყო. ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლექსი კულებამ განაცხადა.
ფილმი სახელწოდება ZLO [ბოროტება] სამი ნაწილისგან შედგება. „გადამღებ ჯგუფთან ერთად, ირპენში ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული საცხოვრებელი ადგილი მოვიარეთ. გამახსენდა, როგორ ვუპასუხე ტელეფონს 24 თებერვალს, დილით, და საუბრის ფონზე აფეთქებების ხმა მესმოდა.
მითხრეს, რომ საომარი მოქმედებები მთელ საზღვარზე მიმდინარეობდა. ბელორუსის მხრიდან შემოსული ძალები ჩვენთან შედარებით, რამდენჯერმე დიდი იყო. დილის 05:30 საათზე მივედი სამუშაო ადგილზე, სადაც მარტის შუა რიცხვებამდე დავრჩი - ეს იყო ერთი მძიმე დღე.
„ახლა კიევის რეგიონი გათავისუფლდა რაშისტებისგან, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ“, - აღნიშნავს კულება.