პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი რაჟმუნდ ანდჟეიჩაკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნიის შეხვედრის შემდეგ, კიევის რეგიონში, ირპენსა და ჰოსტომელს ეწვია.
შესაბამისი განცხადება პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Twitter-ზე გაავრცელა.
„კიევში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა ასევე განიხილეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით, რაც გადამწყვეტია უკრაინის რეზერვების შესავსებად და თავდაცვის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხედრო მომზადების კუთხით მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანჯეიჩაკი ირპინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და ჰოსტომელის საჰაერო ბაზა მოინახულა.