თეგი: კალიფორნია

კალიფორნიაში სროლის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი, გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

კალიფორნიაში სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. სამართალდამცველების თქმით, სროლა შაბათს ღამით ბევერლი კრესტში მოხდა. შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. უწყების ცნობით, მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კალიფორნიაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.