კალიფორნიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის ჟაო ჩუნლი დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, სროლა ორ ლოკაციაზე, სოკოს ფერმასა და გადამზიდ კომპანიაში, სან-ფრანცისკოს სამხრეთით დაახლოებით 30 მილის დაშორებით მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ფერმაში და სამი კი, გადამზიდ კომპანიაში დაიღუპა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.