კალიფორნიაში სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) სროლის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

სამართალდამცველების თქმით, სროლა შაბათს ღამით ბევერლი კრესტში მოხდა.

შემთხვევის გარემოებები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

უწყების ცნობით, მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კალიფორნიაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.