თეგი: კაცი

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 70 წლის კაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი პირი დაკავებულია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის კაცი იყო. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.   შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.