ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.