თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 70 წლის კაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი პირი დაკავებულია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაახლოებით, 40 წლამდე ასაკის კაცი იყო.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.