თეგი: კომპანიები

რუსული კომპანიები ყაზახეთში მასობრივად გადადიან

დღეისათვის ყაზახეთში რუსული ბიზნესის მონაწილეობით, 13 000-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული. ინოფრმაცია finprom.kz-ზეა ხელმისაწვდომი. 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ყაზახეთში მოქმედი უცხოური საწარმოების რაოდენობა 12,7%-ით გაიზარდა და 25 ათასი შეადგინა. ამავდროულად, მათი შემოდინების ზრდა დაიწყო მარტში, როდესაც სექტორის ზრდამ 3,3% შეადგინა. აპრილსა და მაისში ზრდა - 4% იყო. 2021 წელს ყაზახეთში უცხოური კომპანიების რაოდენობის ზრდის საშუალო თვიური მაჩვენებელი მხოლოდ 1,1% იყო. ამგვარად, 2022 წლის ხუთ თვეში რესპუბლიკაში უცხოური კომპანიების რაოდენობა 2,4 ათასით გაიზარდა. ამავდროულად, ყაზახეთის ბაზარზე კომპანიების ძირითადი შემოდინება ხდება რუსეთიდან. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ უზბეკეთი (ზრდა - 205 ორგანიზაცია) და ბელორუსი (ზრდა 120 ორგანიზაცია). ექსპერტები რუსეთიდან და ბელორუსიდან კომპანიების ძირითად შემოდინებას დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. მათი აზრით, გეოპოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული არსებული დინამიკის და მომავალი სიტუაციის გაურკვევლობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული კომპანიების შემოდინება ყაზახეთში გაგრძელდება.  

Financial Times: ჩინური კომპანიები გეოპოლიტიკური რისკების გამო, სინგაპურში გადადიან

გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 500-მა ჩინურმა კომპანიამ ფარულად შეცვალა რეგისტრაციის ადგილი ან გახსნა ოფისები სინგაპურში, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, მზარდი გეოპოლიტიკური რისკი თავიდან აიცილოს.  ამის შესახებ Financial Times იტყობინება. „ჩინური ბიზნესის დარეგისტრირება სინგაპურში არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ბანკირები განმარტავენ, რომ ახლა ჩქარობენ ჩინური ჯგუფების კომპანიებიდან ჰოლდინგების შექმნას, რათა თავიანთი ბიზნესი, მომავალში აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო, შესაძლო, რისკებისგან დაიცვან“, - წერს გამოცემა.  ავსტრალიაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან სინგაპური ბიზნესის წარმოშობის ქვეყანას თავის საჯარო სტატისტიკაში არ ასახელებს. ერთ-ერთი ფირმის შიდა კვლევის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ სინგაპურში წელს 500-ზე მეტი ახალი ჩინური კომპანია შეიქმნა, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.  „მოსალოდნელია, რომ სინგაპური ისარგებლებს ამ ტენდენციით, რადგან ცდილობს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.  სექტემბერში მან გადაუსწრო ჰონგ კონგს, როგორც აზიის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრს და მესამე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსის მიხედვით.  

თუქეთში 2022 წელს ყველაზე მეტი კომპანია რუსეთიდან გაქცეული კაპიტალით შეიქმნა

2022 წელს თურქეთში, უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიების რაოდენობა 20 135-მდე გაიზარდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მონაცემებს Anadolu თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2010 წლიდან 2022 წლამდე თურქეთის მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი სტაბილურად იზრდება. პანდემიური კრიზისისა და რეცესიის ფონზე, 2021 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე ახლადდაარსებული კომპანიების რაოდენობა 29,7 პროცენტით 13 445-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წელს ამ კატეგორიის კომპანიების 50 პროცენტით ზრდა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეკორდულია.  2022 წელს თურქეთში უცხოური კაპიტალის მქონე კომპანიების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის მოქალაქეების მონაწილეობით გაიხსნა. გასულ წელს თურქეთში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 363 კომპანია გაიხსნა (140 სააქციო საზოგადოება და 1223 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მეორე ადგილზეა ირანი. ამ ქვეყნის მოქალაქეების კაპიტალით თურქეთში - 1 300 კომპანია შეიქმნა (55 სააქციო საზოგადოება და 1245 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). მესამე ადგილს იკავებს გერმანიის მოქალაქეების კაპიტალით შექმნილი კომპანიები - 484 (111 სააქციო საზოგადოება და 373 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად ინვესტიციებს თურქეთში, საბითუმო ვაჭრობის სექტორში ახორციელებენ. ამ სფეროში 3 070-მა კომპანიამ დაიწყო ოპერირება. მეორეა უძრავი ქონების სექტორი, სადაც ოპერირება - 1 043-მა ახალმა კომპანიამ დაიწყო, მესამეა კომერციული და სხვა მომსახურება - სადაც 938 ახალი კომპანია ოპერირებს. 2022 წელს თურქეთში დაარსებული უცხოური კომპანიების 62 % სტამბულში საქმიანობს. ამ პროვინციაში სულ 12 462 ასეთი კომპანიაა შექმნილი. მეორეა ანტალია სადაც - 1 648 კომპანია გაიხსნა, ხოლო მესამეა ანკარა (821 კომპანია) .