დღეისათვის ყაზახეთში რუსული ბიზნესის მონაწილეობით, 13 000-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული. ინოფრმაცია finprom.kz-ზეა ხელმისაწვდომი.
2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ყაზახეთში მოქმედი უცხოური საწარმოების რაოდენობა 12,7%-ით გაიზარდა და 25 ათასი შეადგინა.
ამავდროულად, მათი შემოდინების ზრდა დაიწყო მარტში, როდესაც სექტორის ზრდამ 3,3% შეადგინა. აპრილსა და მაისში ზრდა - 4% იყო.
2021 წელს ყაზახეთში უცხოური კომპანიების რაოდენობის ზრდის საშუალო თვიური მაჩვენებელი მხოლოდ 1,1% იყო. ამგვარად, 2022 წლის ხუთ თვეში რესპუბლიკაში უცხოური კომპანიების რაოდენობა 2,4 ათასით გაიზარდა. ამავდროულად, ყაზახეთის ბაზარზე კომპანიების ძირითადი შემოდინება ხდება რუსეთიდან.
პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ უზბეკეთი (ზრდა - 205 ორგანიზაცია) და ბელორუსი (ზრდა 120 ორგანიზაცია). ექსპერტები რუსეთიდან და ბელორუსიდან კომპანიების ძირითად შემოდინებას დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. მათი აზრით, გეოპოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული არსებული დინამიკის და მომავალი სიტუაციის გაურკვევლობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული კომპანიების შემოდინება ყაზახეთში გაგრძელდება.