გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 500-მა ჩინურმა კომპანიამ ფარულად შეცვალა რეგისტრაციის ადგილი ან გახსნა ოფისები სინგაპურში, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, მზარდი გეოპოლიტიკური რისკი თავიდან აიცილოს.
ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
„ჩინური ბიზნესის დარეგისტრირება სინგაპურში არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ბანკირები განმარტავენ, რომ ახლა ჩქარობენ ჩინური ჯგუფების კომპანიებიდან ჰოლდინგების შექმნას, რათა თავიანთი ბიზნესი, მომავალში აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო, შესაძლო, რისკებისგან დაიცვან“, - წერს გამოცემა.
ავსტრალიაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან სინგაპური ბიზნესის წარმოშობის ქვეყანას თავის საჯარო სტატისტიკაში არ ასახელებს.
ერთ-ერთი ფირმის შიდა კვლევის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ სინგაპურში წელს 500-ზე მეტი ახალი ჩინური კომპანია შეიქმნა, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.
„მოსალოდნელია, რომ სინგაპური ისარგებლებს ამ ტენდენციით, რადგან ცდილობს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. სექტემბერში მან გადაუსწრო ჰონგ კონგს, როგორც აზიის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრს და მესამე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსის მიხედვით.