თეგი: მანქანა

ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს

ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს.  ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.  ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა. ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე, მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.  

თბილისში მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრთან მანქანა დაიწვა. მანქანაში მყოფი მძღოლი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. რადიო თავისუფლების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მანქანის ჩაქრობა დაიწყეს, თუმცა მძღოლი უკვე დაღუპული იყო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალები უცნობია.