ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.
ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა.
ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე, მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, „ლაგუნა ვერესთან“ მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.