თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრთან მანქანა დაიწვა. მანქანაში მყოფი მძღოლი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანა ჯერ სატვირთოს, შემდეგ კი, გარე განათების ბოძს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
რადიო თავისუფლების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მანქანის ჩაქრობა დაიწყეს, თუმცა მძღოლი უკვე დაღუპული იყო. საქმეზე გამოძიება დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალები უცნობია.