თეგი: მასწავლებელი

საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება

მომავალი წლიდან, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება "საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის გამოყოფილია ძალიან დიდი თანხები, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, 2023 წელს ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც, ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა  

საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელი დასახელდა

როლანდ შავაძე წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.   აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი დეგნანისთვის პატივი იყო ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ღონისძიება გამოარჩევს მოსწავლეებისთვის თავდადებულ პროფესიონალებს, რომლებიც ახალგაზრდებს ოცნებების რეალიზებაში ეხმარებიან.   „უკვე 30 წელია შეერთებული შტატების საელჩო ათეულობით პროგრამის მეშვეობით საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ეხმარება. ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ წლის საუკეთესო მასწავლებელი, კიდევ ერთხელ, ჩვენი ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეა. გილოცავთ, როლანდ!   თქვენთან ერთად ყველა ფინალისტსა და მასწავლებლებს საქართველოში მსოფლიო მასწავლებელთა დღეს ვულოცავთ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

სასამართლომ 4 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დამნაშავედ ცნო

მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. "სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, რომ საქმის გახმაურება ბევრს არ სურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების შესაძლო რეაქცია იყო:„ბევრს არ სურდა ამ საქმის გახმაურება. სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ყოველთვის გვერდით დაუდგება. ყველა ნორმალურმა და მოსიყვარულე მშობელმა იგივე უნდა გააკეთოს. არ უნდა შეეშინდეს კრიტიკის ან იმის, რომ თითით საჩვენებლები გახდებიან“. ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა - განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და წამყვანი და მენტორ მასწავლებლებს 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დანიშვნისთანავე არაერთი შეხვედრა ჩავატარე მასწავლებლებთან მათი მოსაზრებების, სურვილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით. არაერთი საინტერესო იდეა მოვისმინე და ყველა მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ. მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა. ეს პერიოდი გვინდა გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას. ბუნებრივია, მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური საქმიანობის პროცესია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.