საქართველოში წლის საუკეთესო მასწავლებელი დასახელდა

როლანდ შავაძე წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.
 
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი კელი დეგნანისთვის პატივი იყო ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ღონისძიება გამოარჩევს მოსწავლეებისთვის თავდადებულ პროფესიონალებს, რომლებიც ახალგაზრდებს ოცნებების რეალიზებაში ეხმარებიან.
 
„უკვე 30 წელია შეერთებული შტატების საელჩო ათეულობით პროგრამის მეშვეობით საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა მომზადებაში ეხმარება. ამიტომ, განსაკუთრებით გვიხარია, რომ წლის საუკეთესო მასწავლებელი, კიდევ ერთხელ, ჩვენი ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეა. გილოცავთ, როლანდ!
 
თქვენთან ერთად ყველა ფინალისტსა და მასწავლებლებს საქართველოში მსოფლიო მასწავლებელთა დღეს ვულოცავთ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.