თეგი: მოზარდი

თბილისში, სამგორის რაიონში მოზარდი დაჭრეს

თბილისში, სამგორში არასრულწლოვანი დაჭრეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. თვითმხილველების განცახდებით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელიც მეტროს ლიანდაგში ჩავარდა

მეტროში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო „ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 14 წლის პაციენტი მოიყვანა. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს და ყოვნდება კლინიკაში. სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა ეს დაზიანებები ზედაპირულია, რომელიც დამუშავდა და გაიკერა", - განუცხადა „ტვ. ფორმულას“ გადაუდებელი დახმარების პედიატრმა, თათია სხირტლაძემ. გუშინ, 23 ოქტომბერს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.  

შიდა ქართლში, სავარაუდოდ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს

შიდა ქართლში, სავარაუდოდ, მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუა ხნის კაცი დააკავეს.  მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფირმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.  

ბათუმის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს.  როგორც ცნობილია, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათივე ცნობით, მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.