მეტროში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე პაციენტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
„ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 14 წლის პაციენტი მოიყვანა. შემოსვლისას, მისი მდგომარეობა იყო მძიმე, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა საჭიროებს ინტენსიურ მონიტორინგს და ყოვნდება კლინიკაში.
სახეზე დაზიანებები არ აღენიშნება, თავის არეში კი, თუმცა ეს დაზიანებები ზედაპირულია, რომელიც დამუშავდა და გაიკერა", - განუცხადა „ტვ. ფორმულას“ გადაუდებელი დახმარების პედიატრმა, თათია სხირტლაძემ.
გუშინ, 23 ოქტომბერს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.