თბილისში, სამგორში არასრულწლოვანი დაჭრეს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, არასრულწლოვანი 74-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. თვითმხილველების განცახდებით, ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. მოზარდს დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.