თეგი: მოპოვება

აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს

აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება  OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება. „ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, - წერს შაჰბაზოვი. „OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად და წარმატებით დაასრულა თავისი ისტორიული მისია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $117-მდე გაიზარდა. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს.  OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონ ბარელამდე დაეცა.  

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება მარის ველაიათში ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს.  პირველად ბუნებრივი აირის მოპოვება „სერეპლის“ საბადოდან განხორციელდა, რომლის მშენებლობაც მარის ველაიათის სამხრეთით დასრულდა.   ჭაბურღილიდან მიღებული ბუნებრივი აირი არ შეიცავს წყალბადის სულფიდს და „სუფთაა“. ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 695 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 83 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.  

უკრაინაში ომის დაწყებიდან „გაზპრომმა“, გაზის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა

2022 წლის 6 თვეში, რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 262,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც (12%) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,8 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტმა 75,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,7%, 40 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია.   1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის ამასთან, შემცირებულია მოთხოვნა გაზსა და გაზის ტრანსპორტირების სისტემებზე შიდა ბაზარზე. კლებამ 2% (3 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინა.  

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი შეამცირა

რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომს“ ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით, ხოლო წარმოება - 18,6 პროცენტით შეუმცირდა.  1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის კომპანიის ცნობით, 2022 წლის 10 თვის განმავლობაში „გაზპრომმა“, წინასწარი მონაცემებით, 344 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აწარმოვა, რაც გასულ წელთან შედარებით, 18,6 პროცენტით ნაკლებია.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 2022 წლის 10 თვეში 91,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,6 პროცენტით ნაკლებია.  „გაზპრომსა და CNPC-ს შორის ორმხრივი გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, ჩინეთში, გაზის ექსპორტი Power of Siberia გაზსადენის მეშვეობით გაიზარდა. მიწოდება რეგულარულად სცილდება დღიურ სახელშეკრულებო რაოდენობას“, - ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.  

ქართველმა მოკრივეებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

ქართველმა მოკრივეებმა, ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა. მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა.   

რუსეთმა გაზის მოპოვება 2022 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა

ბუნებრივი აირის მოპოვება რუსეთში 2022 წელს 18-20 პროცენტით და 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ტელეკომპანია Russia 24-თან (VGTRK) ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. „წლის ბოლოსთვის ნავთობის ინდუსტრიაში ჩვენ მივაღწევთ წარმოების მოცულობის ზრდასაც კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2 პროცენტით, 535 მლნ ტონამდე. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 5 პროცენტით მეტ ნავთობპროდუქტს, ვიდრე გასულ წელს. დიახ, გაზის ინდუსტრიაში წარმოების ნაწილობრივი ვარდნაა - დაახლოებით 18-20 პროცენტით, მიუხედავად ამისა, ჩვენი გაზის ინდუსტრია წელს გამოიმუშავებს 671 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - ეს ასევე დიდი მოცულობაა, საიდანაც დაახლოებით 470 მილიარდი კუბური მეტრი შიდა ბაზარზე გავა“, - განაცხადა ნოვაკმა. მან, რუსეთში გაზის წარმოების დინამიკის ვარდნა ევროპაში გაზის მოხმარების შემცირებით და Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დივერსიით ახსნა.  

ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა

ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.