2022 წლის 6 თვეში, რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 262,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც (12%) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,8 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
„გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტმა 75,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,7%, 40 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია.
ამასთან, შემცირებულია მოთხოვნა გაზსა და გაზის ტრანსპორტირების სისტემებზე შიდა ბაზარზე. კლებამ 2% (3 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინა.