ბუნებრივი აირის მოპოვება რუსეთში 2022 წელს 18-20 პროცენტით და 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ტელეკომპანია Russia 24-თან (VGTRK) ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.
„წლის ბოლოსთვის ნავთობის ინდუსტრიაში ჩვენ მივაღწევთ წარმოების მოცულობის ზრდასაც კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2 პროცენტით, 535 მლნ ტონამდე. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 5 პროცენტით მეტ ნავთობპროდუქტს, ვიდრე გასულ წელს.
დიახ, გაზის ინდუსტრიაში წარმოების ნაწილობრივი ვარდნაა - დაახლოებით 18-20 პროცენტით, მიუხედავად ამისა, ჩვენი გაზის ინდუსტრია წელს გამოიმუშავებს 671 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - ეს ასევე დიდი მოცულობაა, საიდანაც დაახლოებით 470 მილიარდი კუბური მეტრი შიდა ბაზარზე გავა“, - განაცხადა ნოვაკმა.
მან, რუსეთში გაზის წარმოების დინამიკის ვარდნა ევროპაში გაზის მოხმარების შემცირებით და Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დივერსიით ახსნა.