თეგი: ნაღმი

ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ

ბათუმის პორტში გამნაღველები მუშაობენ.  გავრცელებული ინგორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებს, აფეთქდება. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია. Europetime-ი ინფორმაციას შსს-ში არკვევს.  

უკრაინა: რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, 300 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოვაჩინეთ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა 76 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო. აღმოჩენილია 300 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა. განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კატერინა პავლიჩენკომ კიევში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა. ცნობისთვის, კიევის ინფორმაცით, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30%-ს ჯერ კიდევ განაღმვა სჭირდება. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აზერბაიჯანში ნაღმზე 8 ადამიანი აფეთქდა

14 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალბაჯარის რაიონის სამხედრო პროკურატურამ, სოფელ ჩირაგში 8 ადამიანის ნაღმზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული კომპანიის 4 თანამშრომელი სოფელში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაჭრილების ევაკუაციის მიზნით გაგზავნილი 4 სამხედრო მოსამსახურე ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ერთი კი დაიღუპა.   

თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა - Reuters

თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გენერალური სატვირთო გემი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან  ნაღმს შეეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-თან. აფეთქების შემდეგ მსხვერპლი არ არის. გემმა მოძრაობა განაგრძო. შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონის სიაშია. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."