14 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქალბაჯარის რაიონის სამხედრო პროკურატურამ, სოფელ ჩირაგში 8 ადამიანის ნაღმზე აფეთქების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული კომპანიის 4 თანამშრომელი სოფელში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა.
ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე დაჭრილების ევაკუაციის მიზნით გაგზავნილი 4 სამხედრო მოსამსახურე ნაღმზე აფეთქდა. მათგან სამმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, ერთი კი დაიღუპა.