თურქული სატვირთო გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა - Reuters

თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გენერალური სატვირთო გემი შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროებთან  ნაღმს შეეჯახა და მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის, განაცხადეს საზღვაო და უსაფრთხოების წყაროებმა Reuters-თან.

აფეთქების შემდეგ მსხვერპლი არ არის. გემმა მოძრაობა განაგრძო. შავი ზღვის არეალი მაღალი რისკის ზონის სიაშია. უკრაინის მთავრობის წყარომ დაადასტურა, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა და განმარტა, რომ ეს იყო „სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმი, ან სადესანტო ნაღმი, რომელიც იქ დარჩა გასულ წელს."